03:38 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 01:51:13, 319 ნახვა

დავით ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას მიესალმება

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადებით, საქართველოს დღეს სწორედ ივანიშვილი მართავს და ყოფილ პრემიერს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე.

დავით ბაქრაძე ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას მიესალმება

30-12-2014 23:08

452

ნახვა

32

0

0

„თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება ხელისუფლებაში და აიღებს პასუხისმგებლობას ყველაფრის გაკეთებაზე ან ვერ გაკეთებაზე, ეს იქნება ჯანსაღი პროცესი,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ბაქრაძემ, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ მიესალმება ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რადგან, როგორც ბაქრაძე განმარტავს, საქართველოს დღეს სწორედ ის მართავს და ყოფილ პრემიერს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე.

„2012 წელს, როდესაც ხალხმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, მათ ხმა მისცეს ერთ ადამიანს. „ქართულ ოცნებას" არ ჰქონია არც პროგრამა, იდეოლოგია, არც ჩამოყალიბებული ერთიანი პოლიტიკური გუნდი. მათ ხმა მისცეს ბიძინა ივანიშვილს. გამოჩნდეს და თავისი სახელი დაერქვას ყველაფერს, ვინ რას აკეთებს, ვინ რას ასრულებს,“ - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics