|
2017-02-10 16:49:01, 1100 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გვიმრაძე: არ მიჩვენებია არც ერთი „ბომჟი“, სურათი არა ადამიანების მდგომარეობის, არამედ საზმაუს გამომსახველია
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელ გიორგი გვიმრაძესა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილ წევრ ნინო დანელიას შორის შეკამათება მოხდა. ვასილ მაღლაფერიძისა და მენეჯმენტის არასამთავრობო სექტორთან და მედია ესპერტებთან შეხვედრაზე ნინო დანელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სამოქმედო გეგმიდან, ამორტიზებული მატარებლის ფოტო გაიხსენა და მას დისკრიმინაციული უწოდა. გვიმრაძემ განმარტა, თუ რეალურად რას ასახავს სურათზე ნაჩვენები ის ორი მატარებელი: "მე და თქვენს შორის პირადად ვის რას მოკითხავს, რა არ ეპატიება და რას გაუხსენებენ, დამერწმუნეთ, ამას ისტორია გასცემს პასუხს. ამას ამით თავი დავანებოთ. საზოგადოება თვითონ დაინახავს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი ჩვენ ორ შორის. იცის ქალბატონმა ნინომ, რასაც ვგულისხმობ. რაც შეეხება მატარებელს, აღმოსავლელი ადამიანი თუ გამოვსახე, ესეიგი ცუდია, ცუდის აღმნიშვნელია ხომ? რა დარწმუნებული ხართ, რომ მეორე მატარებელიც არ არის აღმოსავლეთში გადაღებული?! მაბრალებთ, რომ მე ისე ვუყურებ სამყაროს, რომ თურმე აღმოსავლეთი არის მხოლოდ წაწყმედა და უბედურება და ის არის განუვითარებლობის მაგალითი და დასავლეთია განვითარების მაგალითი? ასე ფიქრობთ, რომ ჩვენ ასე ვუყურებთ სამყაროს? კიდევ, იმ ადამიანებს მინდა მოვუწოდო, ვინც ეს სიტყვა თქვა, ზუსტად ვიცი ის ადამიანები, სახელებითა და გვარით, ვინც თქვა, რომ ჩვენ თურმე ჩვენი თანამშრომლები ბომჟებს შევადარეთ. უკაცრავად, მაგრამ მე არ მესმის, ვინ იყო იქ ბომჟი, არ მიჩვენებია იქ ბომჟი არც ერთი.ის სურათი გამომხატველია იმ რკინიგზის სისტემის მდგომარეობის, რომელ რკინიგზასაც ასახავდა ის სურათი. ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მდგომარეობას გამოვსახავთ და არა ადამიანების, რომლებიც აქ მუშაობენ. მეორე სურათი კი იმას გამოხატავს, თუ საით უნდა წავიდეთ, მოდერნიზებულ რკინიგზაში გაცილებით მეტი ადამიანია დასაქმებული და გაცილებით მეტ ადამიანს ემსახურება. დისკრიმინაცია იქით, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ თურმე ვინმეს დავცინეთ იმის გამოხატვით, რაც გამოვხატეთ“,-განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)