|
2017-02-10 16:43:38, 755 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური სისტემის ექთნები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე სპეციალურ სასწავლო პროგრამას გაივლიან
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” ფარგლებში, საქართველოში პირველად, ფსიქიატიული ექთნებისთვის სასწავლო პროგრამა მუშავდება, რომლითაც პენიტენციური სისტემის ექთნები გადამზადდებიან. გადამზადების პროგრამის პირველადი ვერსია, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავა, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სფეროს ექსპერტებმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს ექთანთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ასევე, მიწვეულმა პრაქტიკოსმა ექიმებმა და ექთნებმა. „ფსიქიატრიული ექთნები ფსიქიკური დაავადების მართვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შესაბამისად, გადაწყდა სპეციალური პროგრამის შემუშავება საქართველოს პენიტენციური სისტემის ექთნებისთვის, რათა მოხდეს მათი როლის გაზრდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების საჭიროებების გამოვლენის, მათი მოვლის, მკურნალობის და საჭიროებებზე მორგებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით. კურსის საშუალებით ექთნები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების გარშემო მიიღებენ შესაბამის ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მართვასა და მოვლაში დაეხმარებათ. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, ექთნების გარკვეული ჯგუფი შეირჩევა, რომლებიც ტრენერთა ტრენინგს გაივლიან“, - აცხადებენ სამინისტროში. პროგრამის განხილვასთან დაკავშირებული შეხვედრა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ნაწილია.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)