|
2017-02-10 16:25:26, 1109 ნახვა
საზოგადოება
PSP-მ ზამთრის სეზონის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა
PSP-მ ზამთრის სეზონის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა. 2000 ლარიანი ხელფასის მფლობელი დუშეთის მკვიდრი ხატია ვარსიმაშვილი გახდა; ახალი GLA კლასის „მერსედესი“ ლანჩხუთელმა ელგუჯა ბურძგლამ მოიგო; კვარიათელ გულთამზე დავითაძეს კი “PSP“ გარემონტებულ ბინას გადასცემს. ბინა „m²-მა“ ააშენა და გამარჯვებულს ცენტრალური გათბობით, სამზარეულოთი და კეთილმოწყობილი აბაზანით ჩაბარდება. როგორც ცნობილია, PSP-მ მოხმარებელს გათამაშებაში ჩართვის უპრეცედენტო პირობა შესთავაზა. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებდა. ზამთრის სეზონისათვის რეკორდული რაოდენობით ბილეთები იღებდა მონაწილეობას. „ჩვენი გათამაშება ყოველთვის მომხმარებლის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა. პსპ-ს ყველა მომხმარებელი გამარჯვებულია, რადგანაც ხარისხიან მედიკამენტებთან ერთად ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს იღებს და ამით ფულსაც ზოგავს და დამატებით წამახალისებელ გათამაშებაშიც ერთვება. 2017 წელს პსპ-ს ბარათს 10 წელი უსრულდება და ამ საიუბილეო წელთან დაკავშირებით 2017 წელს საიუბილეო გათამაშება გვექნება. საიუბილეო იქნება ჩვენი პრიზებიც. ბილეთების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება.“, - აცხადებენ პსპ-ში. PSP 23 წლიანი წარმატების ისტორიის მქონე კომპანიაა. 2007 წლიდან პსპ-ს წამახალისებელი გათამაშება უკვე 19-ჯერ ჩატარდა. PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს 46 ავტომობილი, 8 ბინა თბილისში, 8 ორიათასლარიანი ხელფასი მთელი წლის განმავლობაში. 140 ოჯახს კი PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.
(NS)
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)