|
2017-02-09 13:48:53, 1999 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
სუბარი: ერთადერთი, რაშიც დაფინანსება მცირდება, დევნილების საცხოვრებლების რეაბილიტაციაა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ერთადერთი მიმართულება, რაშიც დაფინანსება მცირდება, ეს არის რეაბილიტაციები დევნილთა საცხოვრებლებისთვის. სუბარის განმარტებით, საცხოვრებლების რეაბილიტაცია თითქმის იმდენივე ჯდება, რამდენიც ახლის აშენება, ამიტომ თანხები ახალ მშენებლობებზე იქნება მიმართული: „ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ვამტკიცებთ დევნილთა სამოქმედო გეგმას, ახლაც გამოვიდა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ძალიან ბევრ მიმართულებას ითვალისწინებს, თუმცა ორი უმთავრესია: დევნილთა საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილება და მეორე, მათ გაუჩნდეთ საკუთარი რეალური შემოსავლები. მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილია დაახლოებით, მინიმუმ 4 000 საცხოვრებელი ბინის გადაცემა დევნილებისთვის, თუმცა იმ რეფორმის გატარების შემთხვევაში, რომელსაც ვაპირებთ, დევნილთა დახმარების შესახებ, ეს ციფრი არა მხოლოდ გაორმაგდება, არამედ შეიძლება გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს. ერთადერთი მიმართულება, რაშიც დაფინანსებას ვამცირებთ, ეს არის რეაბილიტაციები დევნილთა საცხოვრებლებისთვის. ეს თითქმის იმდენივე ჯდება, რაც ახლის აშენება ამიტომ, მინიმუმამდე დაგვყავს რეაბილიტაცია. მთლიანობაში ეს მიმართული იქნება ახალ მშენებლობებზე“,- აღნიშნა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)