|
2017-02-08 18:10:29, 1982 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: თუ გერმანულ მოდელს მივყვებით, არცერთ პარტიას აქვს იმის ფუფუნება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის ირმა ინაშვილის განცხადებით, მოსამართლეების დანიშნვის საკითხთან დაკავშირებით მეტი განმარტებებია საჭირო. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიული თვალსაზრისით მოსამართლეებმა სასამართლოს თავმჯდომარე თვითონ უნდა აირჩიონ. "ჩვენი ფრაქციის აზრია, რომ მეტი განმარტებებია საჭირო, თუ რა უპირატესობას ხედავთ იმაში, როდესაც მოსამართლეებს, ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და როდესაც ისინი მოსამართლეების წიაღიდან არ არიან წამოსულები. სამწუხაროდ ჩემთვის ის არგუმენტები, რომელსაც ვისმენ თქვენი მხრიდან, არ არის დამაკმაყოფილებელი. მეტი დემოკრატიულობა ჩანს, მეტი საჯაროობა ჩანს, მოსამართლეების მეტი ჩართულობა ჩანს იმ სისტემაში, როდესაც თავად მოსამართლეები ირჩევენ სასამართლოს თავმჯდომარეებს. მუდმივად არის საუბარი იმაზე, თუ რომელი ქვეყნის გამოცდილებას გავიზიარებთ ჩვენ, გერმანულ მოდელს ახსენებენ ხშირად. მე მომხრე ვარ ქართული მოდელები შევქმნათ ყველაფერში და ვიზიარებ ქალბატონი ანას პოზიციას ამასთან დაკავშირებით. თორემ, თუ გერმანულ მოდელს მივყვებით, გერმანული მოდელის მიხედვით არც ერთ პარტიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს და მაშინ ეს რეფორმაც განვახორციელოთ", - განაცხადა ინაშვილმა. ირმა ინაშვილს თანამომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ უპასუხა. ბესელიას თქმით, ბევრ რამეში ქართული მოდელი აქვთ შემოტანილი, თუმცა არის თემები, განსაკუთრებით ისეთი, რომლებიც მართლმსაჯულებას ეხება, სადაც აუცილებელია კარგი გამოცდილების გაზიარება. ამასთან, ბესელიას განმარტებით, საქართველოს, ვინაიდან ის ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილია, აქვს სავალდებულო რეგულაციები, რომლისგან გვერდის ავლითაც გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ: „კი, ბევრ რამეში ჩვენ ქართული მოდელი გვაქვს შემოტანილი და ხშირად ამის გამოც კრიტიკას ვისმენთ. მაგრამ არის თემები და საკითხები, სადაც აუცილებელია ის კარგი, დემოკრატიის, კარგი სისტემის გამოცდილების გაზიარება, განსაკუთებით როცა მართლმსაჯულების თემას ეხება საკითხი. ამავდროულად, გვაქვს სავალდებულო რეგულაციები, ვინაიდან ვართ ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი და ამ ყველაფერისგან მოწყვეტით ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ ჩვენი თვითშემოქმედება იქნება“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)