|
2017-02-08 15:05:25, 1888 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი აბესაძე: სოფო კილაძემ მოსამართლეების თავზე ნაჯახი დაკიდა
„ქალბატონ სოფო კილაძეს ავიწყდება, რომ არის ხელისუფლების წარმომადგენელი. მან პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, ნაჯახი დაკიდა მოსამართლეების თავზე“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. აბესაძემ კილაძეს „თითქოს დამოუკიდებელი სასამართლოს დამცველი“ უწოდა. „მინდა გამოვეხმაურო იმ რამდენიმე ძალიან ირონიულ განცხადებას, რომელიც გაკეთდა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. პირველ რიგში მოვისმიმენთ თითქოს დამოუკიდებელი სასამართლოს დამცველი ქალბატონი სოფო კილაძის განცხადება. მას ავიწყდება, რომ ის არის ხელისუფლების წარმომადგენელი და რომელმაც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ნაჯახი დაკიდა მოსამართლეების თავზე. ასევე მან განაცხადა, რომ თითქოს დროა გვერდზე გადავდოთ ყველა საკითხი და ვიზრუნოთ გაჭირვებული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რაც სხვათაშორის ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა და როგორც ჩანს ამის შეხსენება გჭირდებათ. სამწუხაროდ, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც სწორედაც რომ ემალებით ამ გაჭირვებას. ტელევიზიის ეკრანიდან მაინც დაინახეთ ადამიანების გაჭირვება, ტელევიზიის ეკრანიდან მაინც გაიგეთ თუ როგორი უმოქმედო და უპასუხისმგებლო ჩინოვნიკები გყავთ მრავალმილიონიანი პრემია დანამატებით წახალისებული და კორუფციაში ჩაფლულები“,-განაცხადა აბესაძემ. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პლანერულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, სასამართლოზე სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან არნახული ზეწოლა ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)