|
2017-02-07 16:21:44, 2071 ნახვა
კომენტარი
კარასინი: ქართველ სამხედროებზე ნადირობა არ მიმდინარეობს
„ცერცვაძის საქმეს ვიცნობ, საკითხი დანაშაულს ეხება, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე 2003 წელს ჩაიდინა“,-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე გია ცერცვაძის საკითხსაც განიხილავს. „ამის შესახებ მსმენია. დღეს ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ. როგორც მე ვიცი, საუბარია კრიმინალზე, კრიმინალურ დანაშაულზე, რომელიც ამ ბატონმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩაიდინა. თუ არ ვცდები, 2003 წელს. დოკუმენტები, ბუნებრივია გვაქვს. ჩვენ მოთხოვნებს ინტერპოლში უმიზეზოდ არ ვაგზავნით. ჩვენ შეხვედრაზე ჰუმანიტარულ საკითხებს და მათ შორის ამ ბრალდებების საკითხსაც განვიხილავთ. ქართველ სამხედროებზე ნადირობა არ მიმდინარეობს. ჩვენ ვატარებთ გამოძიებას იმ კრიმინალურ საკითხებზე, რომლებიც, სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ტერიტორიაზე ხდება,“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა. გრიგორი კარასინის კომენტარს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)