|
2017-02-06 17:56:03, 1248 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" უწყებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორს შეხვდა. „კანონპროექტის ანალიზი შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ შევხვდით მათ, რათა შევისწავლოთ რას ფიქრობენ ამ კანონპროექტზე, როგორ მუშაობს დღეს ეს ოპერატიული სამძებრო მოქმედებების სისტემა და რა შეიცვლება ამ სისტემაში ახალი კანონპროექტით, ამის შემდეგ კი, ჩვენ საკუთარ პოზიციას მოვამზადებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



