|
2017-02-06 17:39:41, 1298 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში მორიგი უწყებათაშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო
6 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და აშშ-ს არმიის საინჟინრო კორპუსის ორგანიზებით სამთავრობო უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო. უწყებათშორისი სწავლება ეროვნულ სიტუაციურ ოთახში, საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერაციების ცენტრსა და ეროვნული გვარდიის ბაზაზე ერთდროულად გაიმართება. „კოლხიდა 2017-ის“ მიზანია საგანგებო სიტუაციების მართვის დროს უწყებათშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესება, კრიზისების მართვის ორგანოებში გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ასევე საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის, მიღების და განაწილების პროცედურების დახვეწა, მაღალი რანგის თანამდებობის პირების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აღდგენითი ფაზის კოორდინაცია. უწყებათშორისი სწავლება, რომელშიც სხვადასხვა შესაბამისი უწყების 120 წარმომადგენელი მონაწილეობს, 9 თებერვალს დასრულდება. სწავლების პარტნიორია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)