22:51 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 16:35:51, 1236 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში 6 მისამართზე ასფალტის საფარი დაიგო

დიდუბის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 6 მისამართზე დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიქელაძის ქუჩის N11-ში, ასევე მიქელაძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე, კერესელიძის ქუჩის N1-ში, აგლაძის ქუჩის N37-ში, ასევე დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-19 კორპუსთან და 147-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქტორმა კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული ყველა სახის სამუშაო შეასრულა.

მათივე ცნობით, ასფალტის დაზიანებული საფარი და ბორდიურები მოიხსნა, ამის შემდგომ კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი საფარი დააგო.

ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს აკ. წერეთლის გამზირის N105,111-სა და 113-ში, ასევე მე-3 კორპუსთან, აგლაძის ქუჩის N38-ში, ხოშარაულის 25-ში, თ. მღვდლის ქუჩის N13-ში და გვეტაძის ქუჩაზე.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო
სააკაშვილი - ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ
ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების პროვოკაციული გზავნილები ბათუმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics