|
2017-02-06 16:16:03, 1949 ნახვა
კომენტარი
ლექვინაძე მოსამართლის ოჯახისთვის კომპენსაციის გადაცემაზე: დოკუმენტი სამართლებრივად გამართულია
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლის ოჯახისთვის მიწის ნაკვეთისა და თანხის გადაცემასთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს. ლექვინაძის თქმით, დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელებულია აღნიშნული ოპერაცია სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია. „თანხის მოცულობა, რომლითაც განსაზღვრულია და შეფასებულია იმ ნაკვეთის 1624 კვ/მ-ი, რომელიც იქნა დათმობილი, ამ ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ, მისმა მფლობელმა მიიღო ნაწილობრივ მიწის ნაკვეთი, დაახლოებითი ღირებულებით ეს არის 515 000 ლარი და დარჩენილი სხვაობა 455 000 ლარი ანაზღაურებული იქნა საბანკო ანგარიშის საფუძველზე“, - განაცხადა ლექვინაძემ. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი ერთი მილიონი ლარის ქონება გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)