|
2017-02-06 15:32:47, 1269 ნახვა
საზოგადოება
სამეურვეო საბჭო ვასილ მაღლაფერიძის წინადადებების შესწავლას იწყებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გენერალური დირექტორის მხრიდან ორი წინადადება შევიდა. პირველი ესაა საზოგადოებრივ მაუწყებლის დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, ხოლო მეორე საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა. როგორც ბორდის წევრებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სამეურვეო საბჭო შემოსული წინადადებების შესწავლას იწყებს და ამისთვის შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს: უახლოეს დღეებში მოიწვევს საჯარო ყრილობას, სადაც მოისმენს დამატებით ინფორმაციასა და განმარტებებს გენერალური დირექტორისგან და მენეჯმენტისგან. შემდეგ დაგეგმავს კონსულტაციების ფორმას, ხოლო შემდეგ უახლოეს დღეებში დაიწყებს შეხვედრებს თანამშრომლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სამეურვეო საბჭოს წევრების განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმის შინაარსს ვერ შეაფასებენ, რადგან მას თავადაც დღეს გაეცნენ და გეგმის შინაარსზე ამჟმად კომენტარის გაკეთება მათი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება. თუმცა, ბორდის წევრები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი საკუთარ გეგმებს საჯაროდ განიხილავს. სამეურვეო საბჭოს წევრების მტკიცებით, გენერალური დირექტორის მხრიდან შესული წინადადებების განხილვის პროცესი გამჭვირვალე იქნება. სამეურვეო საბჭოს წევრები წინასწარ ვერ საუბრობენ დამტკიცდება თუ არა ვასილ მაღლაფერიძის გეგმა იმ სახით, როგორც ეს მან დღეს წარმოადგინა. „შესაძლოა, სულ სხვა კონცეფცია მივიღოთ. უნდა წარიმართოს სამუშაო პროცესი და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის აღნიშნული ხედვა იქნება გაზიარებული. ან იქნება ეს გეგმა დამტკიცებული, ან არა. იქნება უამრავი სხვა წინადადება, მსჯელობა, საჯარო შეხვედრები და ამის შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება“,-აღნიშნავენ სამეურვეო საბჭოს წევრები.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)