|
2017-02-06 14:06:11, 1916 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, პარტიასთან და პარლამენტთან არანაირი ბმა არ იქნება
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატის მანანა კობახიძეს განცხადაბით, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი არ არის, მაგრამ მოსამართლე კონსტიტუციისა და საზოგადოების წინაშეა ანგარიშვალდებული. როგორც კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დამაჯერებელი უნდა იყოს. "დასამალი არ არის, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ვარ, მაგრამ მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, პარტიასთან და პარლამენტთან არანაირი ბმა არ იქნება. როცა მოსამართლე ხდები, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათია გვერდზე რჩება და საქმის განხილვისას მხოლოდ მტკიცებულებებს ემყარები", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატს მანანა კობახიძეს უსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)