|
2017-02-06 13:27:27, 1316 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობა პაატა ქურდაძემ დაიკავა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობა პაატა ქურდაძემ დაიკავა,- ამის შესახებ საზმაუს გენერალურმა დირექტორმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა 2017-2019 გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა“-ზე მისმა გუნდმა იმუშავა, რომელსაც ქურდაძეც დაემატა. „გუნდს დავემატეთ რამდენიმე ადამიანი, აღმოჩნდა ისე რომ სრულ თანხვედრაში მოვიდა ჩვენი გეგმები. მათ ჰქონდათ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნამუშევარი. მე და ჩემმა მეგობრებმა ჩვენი თავი დავინახეთ იმ რეფორმის გაგრძელებაში, რომელიც გარკვეულწილად შეფერხდა სხვადასხვა ობიექტური და შეიძლება ითქვას. ობიექტური მიზეზების გამო. ორი-სამი დღის წინ, პაატა ქურდაძემ გვითხრა საბოლოო თანხმობა და ის არის ერთ-ერთი თანაავტორი ამ გეგმისა. პაატა ქურდაძე დაიკავებს სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობას“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



