|
2017-02-04 18:11:11, 2231 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი: ავტორიზაციის შეჩერების შესახებ დასკვნას აუცილებლად გავასაჩივრებთ
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის, ელგუჯა დავითაძის განცხადებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლო მონიტორინგის ბათილობასთან დაკავშირებით, სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია. როგორც დავითაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, გამოქვეყნების შემდეგ გასაჩივრდება ცენტრის დასკვნაც, რომლის საფუძველზეც სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა. კითხვაზე, უკავშირებს თუ არა ავტორიზაციის შეჩერებას ფეთჰულა გიულენსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას, დავითაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს. „კონკრეტულად იმის დეტალური ინფორმაცია, რომ ფეთჰულა გიულენთან კავშირის გამო ხდება ჩვენი სკოლის ავტორიზაციის შეჩერება, არ მაქვს. მაგრამ 18 იანვარს, თურქეთში ერთ-ერთმა გავლენიანმა მედია საშუალებამ დაწერა სტატია, რომ საქართველოში უნდა დახურულიყო ეს სკოლები. მხოლოდ ამ გადმოსახედიდან შეგვიძლია შევხედოთ, რადგან სხვა მტკიცებულები, რომ ასეთ ფაქტს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, არ არსებობს. ამ სტატიაში იწერებოდა, რომ საქართველოს მხარემ პირობა დადო, ეს სკოლები დაიხურებოდა და იქნებოდა შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა დავითაძემ. მისივე თქმით, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ავტორიზაციის საკითხის მოგვარება კი, სამართლებრივი გზით გაგრძელდება. „ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ ეტაპისთვის არავითარი დოკუმენტაცია არ ჩაგვბარებია. ორშაბათიდან ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს. რა თქმა უნდა მიტინგებს და მსგავს ქმედებებს არ მივმართავთ. იურიდიულ საფუძველზე გავაგრძელებთ, ჩვენი პირობების და უფლებების დაცვას“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)