|
2017-02-03 17:45:36, 1091 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ „აზოტში“ დასაქმებულებს თანამშრომლების დაგეგმილ გათავისუფლებაზე ინფორმაცია მიაწოდა
ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად აღნიშნავს, რომ რუსთავის „აზოტში“ დასაქმებულების განცახადება, თითქოს სამინისტრომ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიიდან კიდევ 400 დასაქმებულის გათავისუფლება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული: „ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ რუსთავის „აზოტში“ დასაქმებულების განცახადება, თითქოს სამინისტრომ მიაწოდა მათ ინფორმაცია, რომ კომპანიიდან იგეგმება კიდევ 400 დასაქმებულის გათავისუფლება, სიმართელს არ შეესაბამება. მხარეებს შორის დავის დაწყებისთაანავე, ჯანდაცვის სამინისტრო, მედიაციის კუთხით აქტიურად არის ჩართული პროცესში, რაც გულისხმობს შუამდგომლობას მხარეებს შორის, პოზიციების დასაახლოვებლად და შეთანხმების მისაღწევად. კომპანის მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის უკვე შედგა სოციალური დიალოგი, სადაც გაჟღერდა მხარეთა პოზიციები. სს რუსთავის აზოტის ხელმძღვანელობა გარკვეულ კომპრომისებს დათანხმდა. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს დავაში ჩართულ სხვა მახარეებს, ხელი არ შეუშალონ სოციალური დიალოგის წარმატებით დასრულებას. ეს არისმნისვნელოვანი საწარმოო დაწესებულება, სადაც 2000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. რომელიც რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს, ასევე ადგილობრივ ბაზარს,რადგან წარმოების დროულად არ ამოქმედების შემთხვევაში კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ვერ მიეწოდება მოსახლეობას“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)