|
2017-02-03 17:02:05, 1151 ნახვა
საზოგადოება
ზედამხედველობის სამსახურმა სს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიის შემოღობვა დაავალა
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა და ვიზუალური დაკვირვებით დაადგინა, რომ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურებულია. არსებობს შენობის ჩამონგრევის საშიშროება. როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ობიექტზე სასწრაფოდ განსახორციელებელია გარკვეული სახის სამუშაოები, უპირველესად კი, რისკ-ზონების განეიტრალება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თბილისის მერიამ უკვე მიმართა წერილით სს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყარო“-ს ადმინისტრაციას და უმოკლეს ვადებში ტერიტორიაზე დროებითი სამშენებლო ღობის განთავსება დაავალა. "შენობის შემოღობვა აუცილებელია, რათა ტერიტორიაზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამოირიცხოს უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა",-აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)