|
2017-02-03 16:54:41, 581 ნახვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია ღია ლექციებს იწყებს
6 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია იწყებს ღია ლექციების ციკლს, რომლის განმავლობაში აკადემიის ექსპერტები და ტრენერები შეხვდებიან დაინტერესებულ პირებს, განიხილავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხსა და თემას. ღია ლექციების მიზანია, საზოგადოება გაეცნოს აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო კურსებს. ამ ეტაპზე, შერჩეულია 15 თემა, მათ შორისაა: საერთაშორისო დაბეგვრა; საგადასახადო აუდიტის სახეები, მიმდინარეობის პროცესი, აუდიტის განხორციელება; საინვესტიციო გადაწყვეტილებები და ფულის ღირებულება დროში; ძირითადი აქტივების აღრიცხვის თავისებურებები საჯარო სექტორში; ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვებში; საბაჟო პროცედურების, გაფორმებისა და დაბეგვრის სიახლეები; ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების მომზადებისა და წარდგენის ზოგადი საფუძვლები საჯარო სექტორში; დღგ-ს გადამხდელთათვის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის წესი. ერთ მსმენელს დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ სამ ღია ლექციაზე. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 საათი. დასწრება უფასოა. საინტერესო შეხვედრებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე: დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: +995 32 2261026 (1119); +995 599 447755 ნინო გვარამაძე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)