|
2017-02-03 16:08:26, 874 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი და სებასტიან კურცი შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი შავშვების ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სებასტიან კურცი შავშვების ჩასახლებაში, ავსტრიული მხარის მიერ დაფინანსებული, „ნაღმით დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის პროექტის“ მონაწილე დევნილსაც ესტუმრა. უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სებასტიან კურცი არის გავლენიანი ფიგურა ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. „ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ თავისი თვალით ნახა მავთულხლართები. სებასტიან კურცი ამ ჩასახლებაში შეხვდა ნაღმით დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც დაეხმარა ავსტრიის რესპუბლიკა. ამ ადამიანებს გაეწიათ არა მხოლოდ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, არამედ მოხდა მათი პროფესიული გადამზადება და მცირე ბიზნესის დაფინანსება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)