|
2017-02-03 13:42:31, 1094 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურმა 2016 წელს 31 პროგრამა განახორციელა
„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2016 წელს 31 პროგრამა განახორციელა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, 2016 წელს ჯანდაცვის მიმართულებით 9 პროგრამა განხორციელდა, მათ შორის, დაიწყო ორი ახალი პროგრამის განხორციელება - „ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების პროგრამა“ და „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის“ საპილოტე პროგრამა. „დღეს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით ყველა ჩემი წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულია. ავამოქმედეთ ახალი პროგრამები და გავაორმაგეთ უკვე არსებულების დაფინანსება. 2014 წლიდან დღემდე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 10 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ჩვენი თანამოქალაქეების ყოფა ამ მიმართულებებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)