19:22 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 13:38:10, 1956 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სებასტიან კურცი: საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება

„საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ძლიერდება“,-ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა საგარეო საქმეთა სამინისტროში   გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ხალხს ევროპარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება მიულოცა.

„მოგესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადმოსახედიდან, რომელიც გუშინ გადაიდგა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ძლიერდება", - განაცხადა კურცმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას საქართველოს და ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის განსაკუთრებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სებასტიან კურცს საქართველოს პირადი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა მისი ძალისხმევა ეუთო-ს სამუშაო პროგრამაში საქართველოს საკითხის ერთ-ერთ წამყვან პრიორიტეტად განსაზღვრისათვის.

„უაღრესად ვაფასებთ, ავსტრიის მთავრობის მტკიცე და თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში"-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

თავის მხრივ, ორმხრივი ურთიერთობებზე საუბრისას სებასტიან კურცმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics