|
2017-02-03 13:10:05, 1044 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: დღეს ზურაბ ჟვანია განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ფრაზა „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“ ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ მისწრაფებას. „დღეს ჩვენი ეპოქის გამორჩეული პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეა. „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე ვარ ევროპელი" - მისი ეს ფრაზა ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ მისწრაფებას, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ზურაბის უდიდესი ძალისმხევით შეიძინა ახალი სუნთქვა. მისი წვლილი თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებაში სრულიად უნიკალურია. ზურაბისა და მის თანამოაზრეთა თავდაუზოგავმა ძალისხმევამ შექმნა მყარი საფუძველი ქართული პარლამენტარიზმის განვითარების, ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების შეუქცევადობისათვის, მნიშვნელოვანწილად განაპირობა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების დღევანდელი სახე. მის ბრძოლასა და შრომას მუდმივად განმსჭვალავდა რწმენა, რომ საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახის წევრობა ჩვენი ისტორიული გზის გაგრძელება, ჩვენი ბედისწერაა. ამიტომ, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ზურაბი განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა. ზურაბ ჟვანიას ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული დიდი საქმეები კვლავ არაერთი თაობისათვის იქნება ორიენტირი წინსვლისა და განვითარების გზაზე“,-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერავალს გარდაიცვალა.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)