|
2017-02-03 12:52:40, 944 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: 2017 წელს ჩვენ ვიწყებთ პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს
„2016 წელს ჩვენ განვახორციელეთ ისეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც „ახალი ტფილისია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო „რადისონში“ გამართულ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა და დავით აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა, მათ შორის 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მისივე განმარტებით, ავთენტური იერსახით შენარჩუნდა შენობების ფასადები და ისტორიული ორნამენტები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს, ისტორიულ სადარბაზოებს. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა, კეთილმოეწყო სავალი გზა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, რეაბილიტაცია დაიწყო ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მის მიმდებარე არეალზე, ნარიყალას ისტორიულ ციხე-სიმაგრეზე, შალვა დადიანის ქუჩა N34-32 -ში არსებულ უძველეს ისტორიულ სახლებზე. „2017 წელს ჩვენ ვიწყებთ პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტ „ახალი ტფილისის“ მიზანია თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის განახლების და გამოყენების ხელშეწყობის გზით, ეკონომიკის სტიმულირება და განვითარება. უფრო კონკრეტულად, პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა-განვითარებას და მისი მიმზიდველობის ამაღლებას როგორც ადგილობრივი, ისე დინამიურად მზარდი უცხოური ტურისტული ნაკადებისთვის. ქვეყნის და განსაკუთრებით დედაქალაქის მიმართ ბოლო წლებში გაზრდილი ინტერესი, წარმოადგენს საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში ქალაქმა შეძლოს მზარდი შემოსავლების მიღება და სამომავლოდ, ამ დინამიკის ზრდის ხელშეწყობა, რაც თბილისის ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების და მისი მდგრადობის ამაღლების წინაპირობაა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)