|
2017-02-03 12:15:13, 2246 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: ჩვენი სულისკვეთება უფრო ახლოა პრეზიდენტის შენიშვნებთან, ვიდრე - უმრავლესობის პროექტთან
ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნო. ინაშვილის თქმით, ისინი მეტნაკლებად უფრო იზიარებენ პრეზიდენტის შენიშვნებს ვიდრე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ პროექტს. თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „საქართველოს პატრიოტებს“ აქვთ საკუთარი კონცეფცია, თუნდაც მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით და სწორედ ამ მოდელს გაუზიარებენ დღეს პრეზიდენტს. "ესაა 3 საფეხურიანი ეტაპი, როცა მოსამართლეს ირჩევენ მოსამართლეები, შემდეგ პარლამენტში ხდება კანდიდატურის განხილვა და ამტკიცებს კანდიდატურას პარლამენტი, შემდეგ მიდის პრეზიდენტთან", - განაცხადა ირმ ინაშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დადებულ ვეტოს შესახებ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს ხვდება, 13:00 საათზე კი არასამათავრობო სექტორთან გამართავს შეხვედრას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)