16:37 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 14:24:28, 1898 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
სოფიო დეკანოზიშვილი: „ბავშვთა სამყაროს“ შენობის დემონტაჟი მოხდება შესაბამისი დასკვნის დადების შემდეგ

"სამხარაულის ექსპერტიზიდან დღეს გვექნება საბოლოო დასკვნა, შენობის დემონტაჟი უნდა მოხდეს თუ რეკონსტრუქცია", – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" იურისტმა, სოფიო დეკანოზიშვილმა განაცხადა.

იურისტის ინფორმაციით, შესაძლოა, შენობის დემონტაჟი დღეს დაიწყოს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ელოდებიან.

„შენობა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოვიდნენ სპეციალისტები და დასკვნას დღეს ველოდებით. შესაძლოა, შენობის დემონტაჟი მოხდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დასკვნის დადების შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, არაა შერჩეული არც ის ფირმა, რომელიც დემონტაჟის სამუშაოებს შეასრულებს", - განაცხადა სოფიო დეკანოზიშვილმა „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანვე განმარტა, რომ გავრცელებული ხმები, თითქოს შენობა დაზღვეული არ იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ცენტრის ხელმძღვანელობას სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან" ეს ხელშეკრულება 2015 წლის აპრილის თვეში დაიდო და ხელმისაწვდომია ყველა აქციონერისთვის, ვინც დაინტერესდება ამ საკითხით, შეუძლია თავად გაეცნოს ყველა დოკუმენტს", – განაცხადა სოფიო დეკანოზიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაცია იწყება, რომელსაც მისი მფლობელი, კერძო მესაკუთრე განახორციელებს
პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
Transparency International: პარტია „ხალხის ძალას“ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა აფინანსებს
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics