|
2017-02-02 13:58:51, 1854 ნახვა
კომენტარი
ავრამოპულოსი: თბილისში ევროკავშირის უამრავი დროშა ვნახე, რაც მისასალმებელია
ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულუსის განცხადებით, საქართველო ახორციელებს ყველა აუცილებელ რეფორმას, რათა ყველა უმაღლესი კრიტერიუმი დააკმაყოფილოს, - ამის შესახებ დიმიტრის ავრამოპულუსმა პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც ავრამოპულუსმა აღნიშნა, საქართველოს მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო დაახლოვა და ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. „საქართველო სამაგალითო გახლავთ იმით, რომ ის საგზაო რუკის მოთხოვნებს ასრულებს. მე კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მომოსვლის რეჟიმით ისარგებლონ. ეს გახლავთ ფრიად მნიშვნელოვანი მიღწევა", - განაცხადა ევროკომისარმა. ამასთან, ავრამოპულუსმა საქართველოში, კერძოდ კი თბილისში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. "როდესაც ჩავედი თბილისში, ევროკავშირის უამრავი დროშა ვნახე. ეს ძალიან მისასალმებელი ფაქტია", - აღნიშნა მან. ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს განიხილავენ. პლენარულ სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)