|
2017-02-01 17:54:49, 1999 ნახვა
კომენტარი
"ბავშვთა სამყაროს" დირექტორი: თუ ჩემი ბრალეულობა იქნება, მზად ვარ, ციხეში ჩავჯდე
"ბავშვყა სამყაროს" დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შენობის დაწვაში მისი ბრალეულობა გამოიკვეთება მზადაა, პასუხი სამართლებრივად აგოს. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ის გამოძიების პასუხს ელოდება. "მე არაფრის მეშინია. აქედანვე ვადასტურებ. ყველას ვეუბნები, მზად ვარ, ციხეშიც ჩავჯდები, თუ ჩემი ბრალეულობა იქნება. ჩვენ პირიქით, მილიონ ნახევარი დავხარჯეთ. ამ შენობას ვარემონტებდით და გვინდოდა, რომ ნორმალური იერსახე მიეღო. ახლა გამოძიება დაადგენს ყველაფერს",- აღნიშნა მაჭავარიანმა. ცნობისთვის, "ბავშვთა სამყაროს" შენობასა და იქვე მდებარე საწყობებში ხანძარი 30 იავარს, ღამის 3 საათზე გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. დამწვარია 13 ათასამდე კვადრატული მეტრის ფართი.
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



