16:17 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 16:08:17, 1116 ნახვა

საზოგადოება
Oxfam: საქართველოში ხილი და ხორცი მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვის არის ხელმისაწვდომი

არასამთავრობო ორგანიზაცია Oxfam-ის კვების ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში ხილი და ხორცი მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვის არის ხელმისაწვდომი.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში ყველაზე ხშირად შემწვარ კარტოფილს, ლობიოს და აჯაფსანდალს ამზადებენ. კერძოდ, შემწვარ კარტოფილს 41% ამზადებს, ლობიოს- 23%, აჯაფსანდალს კი 16%.

საკვების მოსამზადებლად ყველაზე ხშირად გამოყენებული პროდუქტების მონაცემების გაანალიზება შემოსავლების მიხედვით, აჩვენებს, რომ დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობა ძირითადად საკვებს ამზადებს ძირხვენებისგან - 68%, ხოლო მაღალი შემოსავლების ჯგუფი - 73% ხორცისგან. მთაში უხშირესად საკვებს ამზადებენ ძირხვენის გამოყენებით - 79%, ხორციანი საკვები მზადდება მხოლოდ 37%-ში.

„დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც უპირატესად ნახშირწყლოვანი საკვების მომხმარებელი, რომელიც განიცდის ცილოვანი, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვების დეიფიციტს. მოზრდილებისა და ბავშვების მონაცემების შედარებით გამოვლენილი სხვაობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შინამეურნეობებში არ ხდება ყველა ოჯახის წევრების საჭიროების გათვალისიწნება და საკვების თანაბრად გადანაწილება, რაც არა მხოლოდ საკვებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებით არის გამოწვეული, არამედ მოსახლეობის ცოდნის დეფიციტს უკავშირდება“, - აღნიშნულია კვლევაში.

ცნობისათვის, კვლევის საველე სამუშაოები 2015 წელს განახორციელა ACT ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა. რაოდენობივი კვლევის ფარგლებში, 1000 ინდივიდუალური ინტერვიუ ჩატარდა საქართველოში მაცხოვრებელ ოჯახებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics