16:14 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 14:15:49, 1515 ნახვა

საზოგადოება
ევროპარლამენტი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს ხვალ უყრის

ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს ხვალ უყრის.  

ამის შესახებ ევროპარლამენტის თებერვლის თვის დღის წესრიგშია აღნიშნული.

"მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო პროცედურები შეუფერხებლად, მაქსიმალურად ოპერატიულად მიმდინარეობს", - ნათქვმია საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტში (LIBE) კენჭი ეყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს და შესაბამისი რეგულაციის საბოლოო ტექსტი დამტკიცდა.

ამასთან, "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდეტის, რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, ე.წ შეჩერების მექანიზმის ტექსტის თარგმნა თებერვლის დასაწყისშია დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტმა შესაბამის საკითხზე კენჭისყრა 13-16 თებერვალს უნდა ჩაატაროს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციას სავარაუდოდ მარტში მიიღებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics