|
2017-02-01 11:27:43, 1082 ნახვა
საზოგადოება
Freedom House: საქართველოში, პრობლემად კვლავ მედიის საკითხი და კანონის უზენაესობა რჩება
არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში, პრობლემად კვლავ მედიის საკითხი და კანონის უზენაესობა რჩება. როგორც Freedom House-ის წარმომადგენელი არჩ ფადინგთონი აღნიშნავს, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მედიის თავისუფლების კუთხით 49 ქულა აქვს მინიჭებული 100-დან. კერძოდ კი, ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი აქვს. „პრობლემებია ტელევიზიების მფლობელებთან დაკავშირებით. ასევე, პრობლემებია კანონის უზენაესობაში. დროდადრო იყო პრობლემები ბრალდებებთან დაკავშირებით პოლიტიკური გასამართლებებზე, თუმცა საქართველოს, მის მეზობლებთან და ევრაზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს”, - აღნიშნა არჩ ფადინგთონმა. ამასთან, ეკონომიკის განვითარების კუთხით, საქართველო ნაწილობრივ განვითარებულია და 30-დან 16 ქულა აქვს აღებული. ცნობისთვის, მედიის თავისუფლების კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობა, ეგვიპტეში, საფრანგეთში, რუსეთში, სამხრეთ კორეასა და თურქეთშია.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)