|
2017-02-01 11:01:03, 1090 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი ქუთაისში დევნილ ოჯახებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეგრეთ წოდებული „მთის ბროლისა“ და „ზესხოს“ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შენობები, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევადია და იქ მცხოვრები 70-მდე დევნილი ოჯახი ქუთაისში, მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსში ბინებს კრიტერიუმების გარეშე მიიღებს. უწყების ინფორმაციით, დევნილებთან შეხვედრისას სოზარ სუბარმა დაგეგმილი რეფორმის შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, შეთანხმების პროცესია და რეფორმის კონკრეტული მოდელი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დევნილებისთვის გამოყოფილ თანხას არც ერთი თეთრი არ მოაკლდება და ის ისევ დევნილებს მოხმარდებათ. რეფორმის საშუალებით შესაძლებელი გახდება, რომ გაორმაგდეს სოციალური დახმარება იმ დევნილებისთვის ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ამასთანავე, გაორმაგდეს მშენებლობების ტემპები. საკანონმდებლო ორგანოში წარდგენამდე რეფორმა აუცილებლად გასაჯაროვდება. სოზარ სუბარმა დევნილებს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“ შესატანი ცვლილებებიც გააცნო. მინისტრის N320 ბრძანებაში კრიტერიუმების ცვლილების შედეგად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი კიდევ უფრო სამართლიანი და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდება. დევნილთა და განსახლების მინისტრმა ქუთაისში, ერისთავის ქუჩაზე ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდული თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კორპუსიც დაათვალიერა. ერისთავის ქუჩაზე ბინები უკვე გადაეცა 3 დევნილ ოჯახს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, სადაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის უნდა აშენდეს. იმისათვის, რომ მასშტაბური პროექტის განხორციელებას ხელი არ შეეშალოს სამინისტრომ, მათივე თანხმობის საფუძველზე, 3 ოჯახი ახალ ბინებში, სხვა დევნილი ოჯახების შესახლებამდე გადაიყვანა. ქუთაისში 2017 წლის თებერვალსა და მარტში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აქედან 160 ოჯახს სამინისტროს მიერ აშენებულ კორპუსებში, 184 ოჯახს აღმაშენებლის ქუჩაზე მენაშენებისგან გამოსყიდულ კორპუსში, ხოლო 43 ოჯახს ერისთავის ქუჩაზე ასევე მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში. ქუთაისში დაიხურება 6 ნგერავადი ობიექტი და იქ მცხოვრები 140 დევნილი ოჯახი ბინას ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს. (NS)
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)