16:15 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 10:35:56, 1114 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე დღეს ნალექიანი და ცივი ამინდებია მოსალოდნელი

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დღეს ნალექიანი და ცივი ამინდებია მოსალოდნელი. ხვალიდან  4 თებერვლის ჩათვლით კი უმეტეს რაიონში ძირითადად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალქ თბილისში -2 გრადუსი სითბო და თოვლი იქნება, 2 -3-4 თებერვალს  დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის  და ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება.

თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე 2 თებერვალსაც თოვლს ელოდებიან. მაგალითად, გორში ხვალ  0 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი. 3-4 თებერვალკს კი აღმოსავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი იქნება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, უმეტეს რაიონში  დღეს და ხვალ ნალექს ელოდებიან, 3-4 თებერვალს კი შედარებით დათბება და უნალექო ამინდი იქნება.

მაღალმთიან ადგილებში  დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი. ზოგგან იქნება ყინვაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics