15:18 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 11:06:56, 1010 ნახვა

საზოგადოება
ოქროს ბირჟის კომერციული დირექტორი: შედგება მოვაჭრეთა სია და შენობაში მათი შეშვება ამ სიის მიხედვით მოხდება

„ოქროს ბირჟის“ კომერციული დირექტორის ამირან მარიამიძის განცხადებით, "ბავშთვა სამყაროს" შენობაში დაზარალებულების რიგრიგობით შესვლა და იმ საცავის დათვალიერება მოხდება, სადაც ოქრო ინახება.

"რიგრიგობით, დაახლოებით 4-5 კაცს შევიყვანთ და დაათვალიერებენ საცობს, სადაც ნივთები არის მოთავსებული", - განაცხადა ბირჟის დირექტორა.

ცნობისთვის, „ბავშვთა სამყაროსთან“ დაზარალებულები  არიან შეკრებილები. შენობაში ამ დრომდე მიმდინარეობს დაქრობითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაა.

შეგახსენებთ, ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ ღამის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - ხუთ ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics