15:46 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 15:27:39, 1858 ნახვა

კომენტარი
ზვიად ქაწაშვილი: ოქრო სავაჭრო ცენტრის შენობაში დაცულ და დაკეტილ მდგომარეობაშია

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის, ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის შენობაში ოქრო დაცულ და დაკეტილ მდგომარეობაშია.

როგორც ქაწაშვილმა აღნიშნა, 3-4 საათის შემდეგ შენობის კონსტრუქცია გაციებას დაიწყებს და ამის შემდეგ ექსპერტები შესვლას და ტერიტორიის დათვალიერებას შეძლებენ, რის შემდეგაც ქონების გამოტანა დაიწყება.

მისივე თქმით, დილის შემდეგ 215 მეხანძრე ცდილობს ხანძრის ლიკვიდაციას, თუმცა ამ დრომდე რჩება გარკვეული კერები.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის თქმით, მეხანძრეები შეეცდებიან, რომ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძარი დღის ბოლომდე ლიკვიდირებული იყოს.

„მიმდინარეობს ცალკეული კერების ჩაქრობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღის ბოლომდე ხანძარი ლიკვიდირებული იყოს“, - აცხადებს დავით გელაშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დასკვნას სპეციალური კომისია დადებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაცია იწყება, რომელსაც მისი მფლობელი, კერძო მესაკუთრე განახორციელებს
პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
Transparency International: პარტია „ხალხის ძალას“ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა აფინანსებს
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics