15:07 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 20:05:49, 2047 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: კომისიაში არის მსჯელობა, რომ პრეზიდენტს შესაძლოა, გარკვეული უფლებამოსილებები შეუმცირდეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ინტენსიური მსჯელობა იყო, თუმცა საბოლო გადაწყვეტილებები არ მიღებულა.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტენდენცია მიდის იქით, რომ პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებები შესაძლოა, შემცირდეს.

„მაგალითად საუბარია ელჩების დანიშვნის უფლებამოსილებაზე, რომელიც დღეს კონსტიტუციით მხოლოდ პრეზიდენტის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხი არ არის, მას ისედაც სჭირდება ამ საკითხზე მთავრობასთან შეთანხმება. მაგრამ გამოითქვა მოსაზრებები, რომ კიდევ იქნება ამ მიმართულებით სხვა დამზღვევი მექანიზმების დამატება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics