|
2017-01-20 16:21:04, 1969 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ „გაქოცების“ და ჯიბეში ჩადების ივანიშვილისეული გეგმა ჩაიფუშა
„ივანიშვილისეული გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცების და „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბეში ჩადების, ჩაიფუშა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის მეშვიდე ყრილობაზე, ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ეს არის ივანიშვილის პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ. „ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ და რა თქმა უნდა უკანასკნელი მარცხი. ჩანაფიქრი, რომლითაც უნდა ჩამოვეცილებინეთ პარტიას, რომ პარტია გადაექციათ ნაციონალურ, ლაგამამოდებულ, „ყველაფრის“ გამპრავებელ“ პარტიად ეს ვერ განხორციელდა. ივანიშვილმა თქვენ ვერ გათქმევინათ უარი პრინციპებზე და თქვენ ვერ დაგაყენათ ღალატის გზაზე, თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე“,-განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერი ვერასოდეს ვერ გაიგებს თუ რა არის „ნაციონალური მოძრაობა“. „ივანიშვილი ვერასდროს ვერ გაიგებს ისევე როგორც მას და მის მომხრეებს მოწყობილი აქვთ ტვინი, თუ რა არის „ნაციონალური მოძრაობა“. ის ვერასოდეს ვერ მიხვდება, მის ტვინამდე ვერასოდეს ვერ მივა თუ რა გვამოძრავებს ჩვენ, რა გვაძლევს ძალას იმისას, რომ არ შევდრკეთ, არ შევშინდეთ და არ ჩავიქნიოთ ხელი. ოლიგარექებს არ ესმით რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ისინი ქმნიან პროექტებს, დებენ ფულს, ყიდულობენ ერთ პოლიტიკოსებს, შემოჰყავთ პოლიტიკურ არენაზე და გაჰყავთ პოლიტიკური არენიდან“,-აღნიშნა სააკაშვილმა. ამასთან, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, „ ნაციონალური მოძრაობა“ პოსტ საბჭოთა სივრცეში ერთადერთი, ნამდვილი პოლიტიკური პარტიაა. „ეს არის პარტია, რომელიც შეიქმნა მაშინ როდესაც დაჩოქებულ და განადგურებულ საქართველოს სვავებივით ძიძგნინდნენ შევარდნაძეები და მისი სატრაპები. ჩვენ შევიქმენით და ყველა მათგანს გამოვუცხადეთ ომი. ჩვენ გვებრძოდნენ კრიმინალური ავტორიტეტები, ასლან აბაშიძე, რუსეთის აგენტები, ჩვენ არც ქურდებს ვეთამაშებოდით, არც პატარკაციშვილის კალთას ვაფარებდით თავს როგორც ბევრი და არც გავრბოდით ასლან აბაშიძესთან და არც ამ ქურდებს ვპირდებოდით „პალაჟენიას“. ჩვენ ვებრძოდით უკლებლივ ყველა მაშინდელ კლანს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გიჟებად მივაჩნდით. სექტად გვაცხადებდნენ, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა იმისა, რაც არც ფულით იყიდება და არც ტყვიით ჩერდება. ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, საქართველოს ისტორიაში, რომელიც უსისხლოდ რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც მაშინ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, როცა ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული საქართველოზე უშუქობის, უბედურების, კრიმინალის თარეშის პირობებში. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელმაც გაათავისუფლა და საქართველოს დაუბრუნა აჭარა. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია ათწლეულების განმავლობაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ტრადიციას და ხელისუფლება გადააბარა მშვიდობიანად ყოველგვარი ექცესების გარეშე. ჩვენ ვიყავით ოპოზიცია გავხდით ხელისუფლება, შემდეგ ისევ გარდავიქმენით ოპოზიციად და ახლა ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება. ასეთი რამ საქართველოს ისტორიას და პოსტ საბჭოთა სივრცეს არ ახსოვს. ჩვენი პარტია ყველა განსაცდელს გაუძლებს, ეს თქვენ გააკეთეთ და ამისთვის თქვენ დიდი მადლობა“,-მიმართა სააკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს.
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)