18:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 15:52:46, 1836 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გია ვოლსკის შეფასებით, „გაზპრომის“ საკითხზე პრეზიდენტის განცხადება „დაუფიქრებელი“ იყო

„ყველა ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენი გუნდი, პრეზიდენტის განცხადება არ წარმოვაჩინოთ ისე, რომ რაღაც ახალი დაპირისპირების წინაპირობა შევქმნათ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებას, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები დაზიანდა.

დეპუტატის თქმით, „გაზპრომის“ საკითხზე პრეზიდენტის მხრიდან დაუფიქრებელი განცხადება გაკეთდა.

„ყველა ვცდილობთ,  ყოველ შემთხვევაში ჩვენი გუნდი, პრეზიდენტის განცხადება არ წარმოვაჩინოთ ისე, რომ რაღაც ახალი დაპირისპირების წინაპირობა შევქმნათ,  თუმცა პრეზიდენტი თავად ამას არ ფიქრობს. დაუფიქრებელი განცხადება არის გაკეთებული და სულ მცირე ეს არის არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი, მით უმეტეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. არ გვჭირდება ჩვენ პრეზიდენტის შეხსენება, ყველა მინისტრი ნამყოფია პარლამენტში, სხვადასხვა საკითხებზე ანგარიშები წარმოადგინეს და ენერგეტიკის მინისტრიც მზად არის, რომ ეს ანგარიში  წარმოადგინოს. რეალურად სურათი აბსოლუტურად ნათელია და მითუმეტეს პრეზიდენტისათვის, მას გააჩნია ამდენი რესურსი, არ იყო ძნელი, რომ გარკვეულიყო ზუსტად  თუ რა ხდებოდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ მედიას „გაზპრომის“ საკითხზე გიორგი მარგველაშვილის პოზიცია გააცნო. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით პოლიტიკური ინტერესები დაზიანდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics