|
2017-01-18 11:13:24, 996 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს
საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს ორფოლოს პოლიგონზე მაღალ მთაში საშტატო იარაღიდან სროლის სავარჯიშოებს უტარებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შუალედურ სამთო მომზადების ზამთრის კურსში, რომელიც ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში მიმდინარეობს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 14 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველ სამხედროებთან ერთად ლიტვიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან მოვლენილი ჯარისკაცები სამთო სროლებს სამი ამოცანის მიხედვით ეუფლებიან. ნეგატიურ, პოზიტიურ და ფერდობიდან ფერდობზე სროლების დროს მათ მზის მდგომარეობის, ზღვის დონიდან სიმაღლის, ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, ასევე ტენიანობის გათვალისწინება უწევთ. სამხედროები მომზადებას დროში სროლაშიც გადიან. მათ 100, 200 და 300 მეტრ დისტანციებზე სამიზნეები 40 ვაზნით 2 წუთის განმავლობაში უნდა დააზიანონ. თითოეული ამოცანის შესრულების დროს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ცოდნა შესაბამისი ქულებით ფასდება. მომზადების ეს ეტაპი კი, საკვალიფიკაციო სროლებით დასრულდება. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი სულ ორ ეტაპად განხორციელდება. მომზადების მეორე ეტაპზე სკოლის მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან, სადაც დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, თოვლში თხილამურით მარშგადაადგილება, თოვლის თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავში მოყოლილი დაზარალებულის ძებნა და ევაკუაცია მოუწევთ. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 10 თებერვალს დასრულდება.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)