09:08 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 20:01:47, 1196 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს იურგენ ბოსს, ვიცეპრეზიდენტს ტობიას ვოსს და პროგრამის ხელმძღვანელს სიმონე ბიულერს შეხვდა.

მხარეებმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნისათვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ საერთაშორისო ღონისძიებაზე  სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან ეს ლიტერატურის და ზოგადად, ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.

როგორც შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ აღნიშნა, ქართული ლიტერატურა მაღალი დონით გამოირჩევა, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იწვევენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics