2017-01-12 12:25:37, 2016 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე, მხარი დაუჭირა, - ამის ამის შესახებ LIBE კომიტეტის Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.
საქართველოს ვიზელიბერალიზაციას მხარი, კომიტეტის42-მა წევრმა დაუჭირა, 2 წევრი წინააღმდეგი იყო, 1-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) 13 დეკემბერს ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დაადასტურა.
არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სავარაუდოდ 2 თებერვალს განიხილავენ.
ამასთა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარ იოზვაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიუსელში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწყებას აპრილ/მაისის თვეში ელოდებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან