|
2017-01-10 16:28:28, 1312 ნახვა
საზოგადოება
ავეჯის სახლი „პანცილიონი“ 2016 წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა
ერის მოამაგეთა დაჯილდოების ცერემონიაზე, კომპანია „პანცლიონი“ წლის საუკეთესო ავეჯის კომპანიად დასახელდა. ღონისძიება, რომელიც უკვე 15 წელია ტარდება, მიზნად ისახავს იმ კომპანიების, სახელმწიფო და საგანმანათლებლო სტრუქტურების, ხელოვნების მოღვაწეებისა და მედია-პროექტების გამოვლენას, რომელთაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების პროცესებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. როგორც დაჯილდოების ორგანიზატორები აცხადებენ, ავეჯის სახლი „პანცილიონი“ მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა და საქართველოს მასშტაბით, ამ სფეროში უპირობო ლიდერია. „წლევანდელ დაჯილდოებაზე, ავეჯის სახლი „პანცილიონი“ წლის საუკეთესო ავეჯის კომპანიად დასახელდა. იგი მართლაც ყველაზე საუკეთესო და მასშტაბური ავეჯის კომპანიაა, რომელიც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მსხვილი და წარმატებული მოთამაშეა, როგორც ავეჯის იმპორტის, ისე საქართველოში წარმოების თვალსაზრისით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2017 წლიდან “პანცილიონი“ იწყებს პროდუქციის საზღვრებს გარეთ ექსპორტს, კერძოდ, ბელგიაში, რაც იქნება პირველი პრეცენდენტი საქართველოში. რაც შეეხება იმპროტს, მართალია უცხოეთიდან ავეჯი ბევრ კომპანიას შემოაქვს, მაგრამ „პანცილიონის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ყველაზე მაღალი ხარისხის, ბრენდული და მრავალფეროვანი ევროპული ავეჯი. სწორედ ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე დავაჯილდოვეთ კომპანია “პანცილიონი“, - განაცხადა „გოლდენ არტ ჰოლდინგის“ პროდიუსერმა და დაჯილდოების ორგანიზატორმა ინგა მახარაძემ. კომპანია „პანცილიონის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის მარიამ ბანცურის განცხადებით, კომპანიის მესვეურთათვის ასეთი სერიოზული ჯილდოს მიღება ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. „ძალიან საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა, როდესაც წლის საუკეთესო კომპანიად გასახელებენ. დიდი მადლობა დაჯილდოების ორგანიზატორებს, მადლობა მათ ვინც გადაწყვიტა რომ ჩვენ ვართ საუკეთესოები... ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს და ჩვენს ერთგულ მომხმარებელს“, - განაცხადა მარიამ ბანცურმა. კომპანია “პანცილიონი“ 2002 წლიდან არსებობს და ამ ეტაპზე წარმოდგენილია სამი მაღაზიით თბილისში: ჯავახეთის ქ. 69-ში, ერისთავის ქ. 17-ში და აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. შოურუმში წამროდგენილია ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან იმპორტირებული ყველანაირი სახის ავეჯი. გერმანული, ბელგიური, პოლინური, უკრაინული და სხვა ევროპული ნაწარმის გარდა, 2007 წლიდან “პანცილიონში“ შესაძლებელია საქართველოში დამზადებული ავეჯის შეძენაც. რაც მთავარია, ფასები არის საკმაოდ ხელმისაწვდომი და იგი დამოკიდებულია დიზაინზე, მოდელზე, მასალაზე და მწარმოებელ ქვეყანაზე. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ინდივიდუალური შეკვეთების მიცემაც.
(R)
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|






ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)