2017-01-07 16:37:17, 1208 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა
თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან და მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი, ტკბილეულის კალათები გადასცა.
თბილისის საკრებულოსთან გამართულ ღონისძიებაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
თბილისის მერმა ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა.
„შობა გამორჩეული დღესასწაულია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს, შობასთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ალილოობა აღინიშნება. ქალაქ თბილისის მერია თბილისის საკრებულოსთან ერთად აგრძელებს ალილოში მონაწილეობის ტრადიციას. ჩვენ ვუერთდებით ამ სახალხო დღესასწაულს და საჩუქრებს გადავცემთ მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს, პატარებსა და მოხუცებს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან