16:33 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-07 14:13:26, 1179 ნახვა

საზოგადოება
საშობაო ალილო დაიწყო

ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით საშობაო მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობას წინ სასულიერო პირები და ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ბავშვები მიუძღვებიან. მსვლელობა თეატრალიზებულია, ისმის მრავალჟამიერი და საგალობლები. სასულიერო პირები შემხვედრებს ნაკურთხ წყალს აპკურებენ და სარკმეველს აკმევენ.

საშობაო ალილოში სასულიერო პირების გარდა, მრევლი და სტიქაროსნები, ასევე მწყემსები და მოგვები მონაწილეობენ. ურმები საშობაო ნობათით არის დატვირთული.

მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას. მსვლელობაში მონაწილეთა ერთი  ჯგუფი საპატრიარქოში მივა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და  ნობათს გადასცემს. ამის შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება. ალილოში მონაწილეთა ერთი ჯგუფი ამჯერად პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს. მათ ქვყნის პირველი პირი  ტკბილეულს  გადასცემს.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდეგაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

ცნობისთვის, საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა საქართველოში 2000 წლიდან აღდგა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics