|
2015-03-27 10:30:24, 2411 ნახვა
სამხედრო
ქართულმა ასეულმა ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისია დაასრულა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა სამშვიდობო მისია დაასრულა. ქართული ასეულის სამშობლოში გაცილების ცერემონიალი დედაქალაქ ბანგიში მდებარე ბაზა „უკატექსზე“ გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გოჩა რატიანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. ცერემონიალზე სიტყვით EUFOR-ის ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ჟან მარკ ბაკუე გამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას, მან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და პირად დისციპლინას უმაღლესი შეფასება მისცა. ფრანგმა გენერალმა საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მან ოცეულის მეთაურს, ლეიტენანტ გიორგი სახოკიას, ასეულის მეთაურს, კაპიტან პაატა ფაცაციას და ქართული კონტინგენტის უფროს სამხედრო წარმომადგენელს, მაიორ ლაშა ჭანჭალეიშვილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის EUFOR-ის მედლები პირადად გადასცა. ღონისძიების შემდეგ გოჩა რატიანი და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ბრიგადის გენერალ ჟან მარკ ბაკუეს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვა იყო. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ოპერაციის რაიონში ქვეით და მოტორიზირებულ პატრულირებას ახორციელებდნენ. ქართულმა კონტინგენტმა სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)