|
2016-12-29 13:04:42, 2656 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
პრემიერმა 2016 წლის შეჯამებისას „ბიზნესსახლის" პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 2016 წლის შეჯამებისას ხაზი გაუსვა „ბიზნესსახლის" პროექტის მნიშვნელობას, რომელიც მმართველობითი რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა და რომლის მშენებლობაც 2017 წლიდან დაიწყება. „ბიზნესსახლში ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. ამასთან ერთად, დაიხვეწება და გაუმჯობესდება ონლაინმომსახურება, დაინერგება ახალი დისტანციური სერვისები და მოხდება სახელმწიფო სერვისების საფასურის ოპტიმიზაცია. ეს რეფორმა, სხვა ანალოგიურ პლატფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს საზოგადოების მონაწილეობას მმართველობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და, შესაბამისად, ხალხს ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა აკონტროლოს ხელისუფლება და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული მმართველობის პროცესში", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)