|
2016-12-28 17:22:57, 1696 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: რუსეთთან კონსტრუქციული და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას ვაგრძელებთ
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა რუსეთთან ურთიერთობაზე და რუსეთთან ჟენევის მოლაპარაკებების დასტაბილურებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე, მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის ფართო განხილვის საგნად გადაქცევის თაობაზე ისაუბრა. ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში აისახა „კონფლიქტი საქართველოში“, რაც არის პირველი დოკუმენტი, რომელიც ასამბლეამ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემაზე მიიღო. მისივე განცხადებით, 4 წლიანი წყვეტის შემდეგ, აღდგა გალის ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პირველად მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია. ჯანელიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან კონსტრუქციული და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას აგრძელებს: „თქვენ იცით, რომ გრძელდება აბაშიძე-კარასინის შეხვედრები, სადაც სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების ნაწილში პროგრესია მიღწეული. ჩვენი მიზანია, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, იყოს შესაძლებლობა, განვახორციელოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)