|
2016-12-28 14:37:05, 1654 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: პარტნიორები განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ შედეგს, რასაც მედია თავისუფლების კუთხით მივაღწიეთ
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აღინიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა, არანაირი დამატებითი კითხვა არ გაჩენილა, რომელიც ამ პროცესს შეაფერხებდა. ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად ხშირად იყო ბარიერი ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოში არსებული მედია გარემო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა და საერთაშორისო პარტნიორები განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ იმ შედეგს, რაც საქართველოს მედია თავისუფლების კუთხით აქვს მიღწეული. „უვიზო მიმოსვლის საკითხზე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მთელი წლის განმავლობაში, რაც დაიდო რეკომენდაცია, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება, მას შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი დამატებითი შეკითხვა არ ყოფილა. კრიმინალთან ბრძოლის კუთხით იყო გარკვეული კითხვების ორმხრივ შეხვედრებზე, მაგრამ ეს საკითხი სწრაფად მოიხსნა დღის წესრიგიდან ჩვენი ქმედებით. რაც შეეხება მედია თავისუფლებას, გიდასტურებთ, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი მედია თავისუფლებაა. მთელი მიდგომა იყო ის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მედია თავისუფლება, მათ შორის „რუსთავი 2“-ის, რომელიც თავისუფლად ურთიერთობს მთავრობის წევრებთან. პარტნიორები განსაკუთრებულად ხაზს უსვამდნენ იმ შედეგს, რაც გვაქვს მიღწეული მედია თავისუფლების კუთხით. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, საერთაშორისო საზოგადოებამ, ისევე როგორც საქართველოს საზოგადოებამ, კარგად იცის, რომ ესაა სასამართლო პროცესი, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. ყველა ერთად ვაკვირდებით სასამართლო პროცესს, რომელმაც უნდა მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისივე თქმით, ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე იქნება ქვეყნის მედია პლურალიზმის ბედი დამოკიდებული. „ეს იქნება დამოკიდებული იმ შემთხვევაში, თუ მოხდება უხეში ჩარევა სარედაქციო პოლიტიკაში, რისი ნიშანიც არ არის. არანაირი სურვილი ამის საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. ჩვენ დღეს თავისუფალი მედია გარემო დავამკვიდრეთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)