|
2015-03-26 15:11:02, 563 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო: დაზოგილი თანხა სოფლის ამბულატორიებს და სასწრაფო მანქანებს მოხმარდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროში დაზოგილი თანხები სოფლის ამბულატორიებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს მოხმარდება. „ეს თანხები ჩვენ უკვე წინასწარ განვსაზღვრეთ. ნებისმიერ შემთხვევაში თანხები დაიზოგება და 2 მიმართულებით გადამისამართდება. ის მოხმარდება სოფლის ამბულატორიებს და რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანას“, - აღნიშნა სერგეენკომ. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა მიმიდნარეობს. სხდომაზე 33 საკითხია გატანილი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონპროექტი წარადგინა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამატებას ითხოვენ. საუბარია 3 ქვეკლასის დამატებაზე. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი, მოქმედი კანონის ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანაა. "2014 წლის 1 მაისს ძალაში შევიდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონი. ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამატებას ვითხოვთ.კერძოდ, 14 ქვეკლასი იყო და ემატება 3 ქვეკლასი-.კანონპროექტის მიზანია, მოქმედი კანონი შესაბამისობაში მოვიდეს.ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან, და მოხდეს იმ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის კრიმინალიზება, რომლებიც დღეს არ არის შეტანილი ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში.დაემატება ახალი 3, რომელიც ახალი იყო და ახლა შემოვიდა საქართველოში. ასევე დასჯადი იქნება მისი გამოყენება შენახვა და გასაღება",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მთავრობის სხდომაზევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. "ზოგაგად მიმაჩნია, რომ თქვენმა სამინისტრომ ძალიან კარგი კამპანია ჩაატარა და შედეგიც სახეზე არის.ასე რომ, გააგრძელეთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა",-მიმართა ვახტანგ გომელაურს ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)