|
2016-12-26 14:40:18, 2048 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის უმთავრეს და საბოლოო მიზანს წარმოადგენს, - ამის შესახევ ვიქტორ დოლიძემ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაწევრიანების პროცესს სერიოზული და სწორად გადადგმული ნაბიჯები სჭირდება. "ახლა ჩვენ ვართ პროცესში. ევროკავშირთან ვართ პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში, ისევე როგორც ნატო-სთან მიმართებაში იდგმება დიდი ნაბიჯები ალიანსთან დაახლოების და ამავე დროს, ჩვენი ურთიერთავსებადობის და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით. ამის ნათელი დასტურია ის გადაწყვეტილებები, რომელიც ბოლო ორ სამიტზე მიიღო ნატო-მ. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და სწორად დაგეგმარება”, - განაცხადა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)